2025 წლის 21-26 ივლისს თსუ-ში გაიმართება სოციოლინგვისტიკის მეორე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა, რომლის ორგანიზატორები არიან სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება.
საზაფხულო სკოლის ლექტორებად მოწვეულნი არიან პროფესორები ნიდერლანდების, იტალიისა და აშშ-ს უნივერსიტეტებიდან.
სახაფხულო სკოლაში მონაწილლეობენ სტუდენტები ჩვენი და საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან, ასევე უცხოელი სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან.
სოციოლინგვისტიკის საზაფხულო სკოლის პროგრამა იხილეთ დანართში.